The collections of the Union of Khashuri Museums present the history and cultural heritage of Khashuri.
Images. 1. -2. Aleksandre Zimakuridze
„ქვიშხეთი“. ტილო/ზეთი. 70X95
„სოფლის კარ-მიდამო“. 37×49
Pic. 3. ლ. გუდიაშვილი „ტაშისკრის ბრძოლა“. 1961 წელი. თბილისი.
ტილო, ზეთი. 257 სმ X 196 სმ.
Pic. 4. Khashuri History Guide
Pic. 5. სასმისი, ე. წ. „მარანი“ – ღვინის შესასმელი თიხის ჭურჭელი, ორსართულიანი სასმისი. მასალა – თიხა. ზომა: H = 26 სმ. D = 24 სმ.
Pic. 6. გვირგვინები საქორწინო – ქალის და მამაკაცის, ცილინდრული ფორმის.
კორპუსზე აქვს 8 (რვა) ჭრილი, ზედაპირი დაფარულია მცენარეული ორნამენტებით. გვირგვინების წინა მხარეს, ორგან, გამოკვეთილია წმინდანების სახეები, ასევე, ჯვრები.
ბოლოში შემოსდევს ორნამენტირებული სარტყელი..
მასა – სპილენძი;
ზომა – H=16 სმ; D=21 სმ;
Pic. 7.
თუნგი, წლის საზიდი, მოსაკავებელი და ასადუღებელი ცალყურა ჭურჭელი, მსხლისებური ფორმის, ნისკარტიანი, დაბალი განიერი მუცლით, წვრილი, გრძელი ყურით, რომელიც მუცელს ბოლომდე ჩასდევს, თავსახურით, რომელიც ყურთან მიერთებულია 4 მანჭვალით და არის მოძრავი. ყელი – სქელი, მაღალი, გამოყვანილი, ძირისკენ ფართოვდება, ძირი ბრტყელი, თუნგს აქვს ყვითელი, პრიალა ზედაპირი. დამზადებულია ცივი ჭედვით.
დაახლოებით 3 ლიტრის ტევადობის.
მასალა – სპილენძი.
ზომა – H = 29 სმ; D ძირის -14 სმ;
Pic. 8.
საცეხველი-ქვა-როდინი, დიდი ზომის, გადმოცემით, ეკუთვნოდა აქ მცხოვრებ ბერძენს და მისით სარგებლობდა ყველა აქაური ბერძენი. ისინი როდინში ხორბალს ნაყავდნენ და მისგან სხვადასხვა კერძს ამზადებდნენ.
Pic. 9.,10., 11. African Masks.
Temporary Exhibition of African Masks. 21.7.26.
1. დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკა – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ კონგოში, ნიგერიაში, კამერუნში, მალიში, კოტ-დ’ივუარში, ლიბერიაში, სიერა-ლეონეში, გვინეასა და ბურკინა-ფასოში მცხოვრები ხალხების ტრადიციულ-სარიტუალო ნიღბები, საბრძოლო იარაღი და საყოფაცხოვრებო ნივთები;
2. აღმოსავლეთ აფრიკა (ეთიოპია) – გამოფენის ეს ნაწილი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყნის კულტურას ეთმობა. აქ იხილავთ ქრისტიანი ხალხების მიერ შექმნილ ხატწერის ნიმუშებს, უნიკალურ ჯვრებსა და პერგამენტზე ძველ ეთიოპურ ენაზე (გეეზზე) შესრულებულ რელიგიურ ტექსტებს;
3. აფრიკული ყოველდღიურობა – ექსპოზიციის მესამე ნაწილში წარმოდგენილი იქნება აფრიკული ტომების სხვადასხვა ფორმის, ავთენტური ხის ბალიშები.
აფრიკული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები ეკუთვნის ყოფილი ქართველი დიპლომატის, შალვა(შაკო) დათიაშვილის კერძო კოლექციას. მან თავისი ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში 12 წელი იმუშავა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოებში. სწორედ აფრიკის კონტინენტზე გატარებული წლების განმავლობაში შეძლო მან ამ იშვიათი კოლექციის შეგროვება.
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.